რეზონანსი
22.04.2017

 ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის სამთავრობო ჯარის საარტილერიო დანადგარები დაბომბა. იერიშის ფაქტს ისრაელის არმიის წარმომადგენლები ადასტურებენ.

ავიაიერიში ჰოლანის მაღლობებთან განხორციელდა, ქვემეხები ქალაქ კუნეიტრას მახლობლად იყო განთავსებული. ებრაელების განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად სირიის ხელისუფლებას დაეკისრება.

ავიადარტყმამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის ტერიტორიაზე სირიის მხრიდან ნაღმმტყორცნიდან გამოშვებული სამი ჭურვი აფეთქდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×