ლეიბორისტული პარტიის წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა არცერთი ინიციატივა, მათ შორის არც მიწის, არც პრეზიდენის არჩევის წესის და არც საარჩევნო სისტემის შესახებ, სწორედ ეს გახდა ლეიბორისტული პარტიის მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვების მიზეზი.
გუგავამ არასამთავრობო ორგანაციების მოწოდებაზეც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მათ ხმას კომისიაში გადამწყვეტი მნიშვნელოვა არ აქვს, შესაბამისად კენჭისყრებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.
ბოლო რამდენიმე დღეში, 73-წევრისგან შემდგარ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სახით, 14 წევრი გამოაკლდა.
საკონსტიტუციო კომისია 18-19 აპრილს დატოვეს „პატრიოტთა ალიანსმა" და „ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებულმა დემოკრატებმა". მანამდე, საკონსტიტუციო კომისია 10 აპრილს დატოვა პარტიამ „სახელმწიფო ხალხისთვის". 13 აპრილს კი კომისიის მუშაობას „ნაციონალურმა მოძრაობა" გამოეთიშა. 20 აპრილს კომისია დატოვეს „თავისუფალმა დემოკრატებმა" და „ევროპულმა საქართველომ".