რეზონანსი
22.04.2017

 პოლონეთში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ. მძიმეწონოსანთა შორის, +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე ქართველი, ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში იჭიდავებენ.

ადამ ოქრუაშვილის მეტოქე პოლონელი სარნაცკი იქნება, თუშიშვილი კი ბონდარენკოსა და მაიერს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში ვერ გავიდა -100 კგ კატეგორიაში, ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც მესამე ეტაპზე მარეტთან დამარცხდა, იგი ბრინჯაოს მედლისთვის უბრძოლებს.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ნახევარფინალისთვის იჭიდავებს, ბექა ღვინიაშვილია (-90კგ). ქართველი ფალავანის მეტოქე რუსი ხურსენ ხალმურზაევია. ფინალური ბლოკები 18:00 საათიდან დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×