რეზონანსი
22.04.2017

ტელეკომპანია „CNN"-ის ინფორმაციით, ოთხი დღის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ალასკის სანაპიროს უკვე მეოთხედ მიუახლოვდა. პირველ შემთხვევაში „IL-38" იყო, ხოლო მეორეში - ორი სტრატეგიული ბომბდამშენი „Tu-95".

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში არ შესულა.

„მათი ფრენები განიხილება, როგორც „სტრატეგიული სიგნალი", რაც რეალურ სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს. რუსები უბრალოდ ამოწმებენ, რამდენად სწრაფად რეაგირებს ჩვენი საჰაერო თავდაცვა მათ მიახლოვებაზე" , - აცხადებენ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×