რეზონანსი
22.04.2017

 ბელგიური ტელეკომპანია „RTL" -ის ცნობით, ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს. დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული ნივთიერება ჩამოართვეს. ისინი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგებიან.

პროკურატურა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები 20 აპრილს პარიზის ცენტრში მომხარ ტერაქტთანაც არ არიან დაკავშირებული.

პარიზში თავდასხმა 20 აპრილს, ღამით მოხდა. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა და ავტომატიდან პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნა. მოგვიანებით ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ ტერორისტი მისი მებრძოლი იყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×