რეზონანსი
22.04.2017

 ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთში მიმდინარეობს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, ქართველმა ფალავანმა აზერბაჯანელი მეჰდიევი დაამარცხა. პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპირველობაზე, ღვინიაშვილის მედალი საქართველოს ნაკრებისთვის პირველია.

დღეს +100 კგ წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი შედგება, სადაც ერთმანეთს ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი დაუპირისპირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი შეემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×