რეზონანსი
23.04.2017

 ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის განცხადებით, საბერძნეთში მოხუცის გადარჩენის მცდელობისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე ნატო ჭანტურია გარდაიცვალა.

ნატო ჭანტურიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიეწოდა.

ხანძარი ათენში 16 აპრილს მოხდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 72 წლის ქალი. სახლში ასევე იმყოფებოდა ასაკოვანი მამაკაცი და ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღნიშნულ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. მამაკაცი ამჟამადაც საავადმყოფოში რჩება. ნატო ჭანტურია კი, რომელსაც სხეულის 65%-იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×