რეზონანსი
23.04.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დედაქალაქში, შარტავას ქუჩაზე მშენებლობისას მუშა გარდაიცვალა. შუა ხნის მამაკაცი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×