რეზონანსი
23.04.2017

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორემ სადღესასწაული ლიტურგიის დასრულების შემდეგ კვირაცხოვლობის მნიშვნელობაზე იქადაგა. პატრიარქმა ბრძანა, რომ კვირაცხოვლობა აღდგომის თანასწორი დღესასწაულია.

„ყველას გილოცავთ კვირაცხოვლობას, ეს არის უდიდესი დღესასწაული, თანასწორი აღდგომისა. ეს არის ის დღე, როცა თომამ ეჭვი შეიტანა მაცხოვრის აღდგომაში, როცა ყველამ ნახა აღდგომილი მაცხოვარი და თომამ თქვა, თუ არ დავინახავ და არ შევეხები არ ვიწამებ. გამოეცხადა თომას მაცხოვარი და თომა დავარდა მუხლებზე და თქვა, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი... კვირაცხოვლობის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×