რეზონანსი
23.04.2017

 საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" -ის ცნობით, რუსეთის ქალაქ ზელენოგრადში მდებარე ერთ-ერთ კაფეში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი პირი დაშავდა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით, 6:00 საათზე მოხდა. სომხეთის მოქალაქესა და კაფეში მყოფ სხვა პირებს შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ოპონენტების მისამართით ცეცხლი გახსნა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, იგი კაფესთან ახლოს დააკავეს. ინსპექციის დროს მას ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოართვეს. სამხარეო პოლიციამ იარაღი ექსპერტიზაზე გაგზავნა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×