რეზონანსი
23.04.2017

 პორტალმა „Numbeo.com" -მა მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქების სია გამოაქვეყნა. გამოკითხვაში 288 ქალაქი მონაწილეობდა.

საქართველოს დედაქალაქი მე-20 ადგილზე გავიდა.

ყველაზე უსაფრთხოდ კი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბი დასახელდა. აბუ-დაბის გარდა, უსაფრთხო ქალაქების პირველ ათეულში მოხვდა: მიუნხენი (გერმანია), ტაიბეი (ტაივანი, ჩინეთი), ბაზელი (შვეიცარია), დოჰა (კატარი), სინგაპური, ციურიხი (შვეიცარია).

რეიტინგში ადგილს ქალაქში კრიმინალის დონე განსაზღვრავს. უსაფრთხოდ მიჩნეულია ქალაქი, რომლის კრიმინალის ინდექსი 20 ქულას არ აღემატება. აბუ-დაბის ინდექსი 15, 51 ქულაა.

საქართველოს დედაქალაქი რეიტინგში მე-19 ადგილზეა. თბილისის კრიმინალის ინდექსი 19,96 ქულაა.

20-დან 40-მდე ქულა აქვთ ბერნს (შვეიცარია), ჰონკონგს (ჩინეთი), მინსკს (ბელარუსი).

პლანეტის ყველაზე სახიფათო ქალაქად ვენესუელის დედაქალაქი კარაკასი დასახელდა, რომლის კრიმინალის ინდექსი 80 ქულაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×