რეზონანსი
23.04.2017

 ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ მანუკიანის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. მეზობლების განცხადებით, დეპუტატის სახლის წინ მდგარ მანქანას დაუდგენელმა პირმა ცეცხლი წაუკიდა  და ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×