სერბეთის ხელისუფლება აფრთხილებს ბალკანეთს, რომ მორიგი ომი გარდაუვალია თუ ალბანეთი კოსოვოს შეერთებას ეცდება. სერბეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ალბანეთის და კოსოვოს შეერთება ილუზაა და ამის საწინააღმდეგოდ ევროკავშირს რეაგირებისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება ალბანეთის პრემიერმინისტრს, მისი განცხადებით, კოსოვოს შეერთება არ არის გამორიცხული. „მარტივად გასაგებია, რომ ამ რეგიონს სჭირდება ევროპა და ევროპასაც სჭირდება ეს რეგიონი" , -განაცხადა ედი რამამ.
აღნიშნული განცხადების საპასუხოდ სერბეთის მინისტრმა, თქვა, რომ თუ ნატო და ევროკავშირი არ მოახდენს შესაბამის რეაგირებას, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე 1990-იანი წლების ეთნიკური ომი განმეორდება. რამაც იუგოსლავიის დაშლა გამოიწვია.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მიესალმება კოსოვოს გამოყოფას, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ დაგმო და განაცხადა, რომ ცალმხრივი ქმედებები ბალკანეთში დიდ არეულობას გამოიწვევს.