რეზონანსი
23.04.2017

 ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, დღეს 33-ე ტურისა და მთლიანად გათამაშების ერთერთი უმთავრესი მატჩი შედგება. მადრიდში სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე" ერთმანეთს „რეალი" და „ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. დღევანდელ „ელ კლასიკომდე" „სამეფო კლუბს" 31 თამაშიდან 75 ქულა აქვს და პრიმერა დივიზიონს ლიდერობს. კატალონიელები კი მეორე პოზიციაზე არიან და მეტოქეს სამი ქულით ჩამორჩებიან, თანაც კონკურენტზე თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული, ასე რომ საჩემპიონო ბრძოლაში, დღევანდელ დაპირისპირებას ტრადიციულ მტრებს შორის სატურნირო თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონელებს ერთერთი ლიდერი ნეიმარი არ ეყოლებატ, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში „მალაგასთან" სტუმრად 0:2 წაგებულ მატჩში ბრაზილიელმა წითელი ბარათი მიიღო. მოედნის დატოვებისას ნეიმარმა მეოთხე მსაჯს ირონიულად ტაში დაუკრა. ამის გამო, მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. კლუბმა ესპანეთის სპორტულ ტრიბუნალში აპელაცია დადგენილ ვადაზე გვიან შეიტანა, რადგან ბარსელონელებს ეიმედებოდათ, რომ ტრიბუნალის გადაწყვეტილებამდე დისკვალიფიკაცია დროებით შეჩერდებოდა, რაც არ მოხდა.

„რეალი" „ბარსა" დღეს ჩვენი დროით 23 საათზე დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×