რეზონანსი
23.04.2017

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 46 სოფლიდან, ძლიერი ქარის გამო, 28 სოფელს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება.

რამდენიმე სოფელში ქარმა ხეებიც მოგლიჯა, რის გამოც შეფერხებულია ავტოსაგზაო მოძრაობა. ასევე, დაზიანებულია ზუგდიდი-ანაკლიას გზაზე გარე განათება. 15-მდე ხეა მოგლეჯილი ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ხის დაცემის შედეგად აფეთქდა ტრანსფორმატორი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას განცხადებით,, ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია ჩაყენებული და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×