საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უაქციზო სიგარეტის გატანის მცდელობისთვის ორი ადამიანი დააკავა. ბრალდებულები საბაჟო კონტროლისგან მალულად, სიგარეტის საზღვარზე გადაზიდვას ცდილობდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი, ,,სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდეს 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master" . საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებულებს 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.