რეზონანსი
24.04.2017

 უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეყოვნდა. გვიან ღამით „Turkish Airline"-ის ერთი რეისი მოიხსნა, მეორე კი გადაიდო. მგზავრთა ნაწილი უახლოეს რეისებზე გადაანაწილეს, გაუქმებული რეისის მგზავრები - სასტუმროებში დააბინავეს. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია როდის შესრულდება გაუქმებული ფრენა, შესაძლოა ეს დღეს შუადღისას ან საღამოს მოხდეს.

პრობლემა შეექმნა თელ-ავივი-თბილისის ავიარეისსაც. ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი თბილისის ნაცვლად ერევანში დაჯდა და რეისი სამი საათის დაგვიანებით შეასრულა. „უკრაინის ავიახაზებისა" და „Fly Dubai"-ს თვითმფრინავებმა კი რეისის დასრულებამდე ჰაერში რამდენიმე წრე დაარტყეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×