რეზონანსი
24.04.2017

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წელს თბილისში 21 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება შეამოწმა და სხვადასხვა სახის დარღვევების გამო 9 სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

გამოვლენილი დარღვევები უპირატესად შემდეგ საკითხებს უკავშირდება: დეზინფექცია-სტერილიზაცია - 46%;

სამედიცინო ნარჩენების მართვა - 31%;

დოკუმენტაციის წარმოება -15%.

რაც შეეხება 2016 წელს, თბილისში, ასევე აჭარის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში შემოწმდა 143 სტომატოლოგიური ტიპის დაწესებულება. სხვადასხვა სახის დარღვევების გამო შედგა 51 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სავალდებულო შეტყობინების გარეშე საქმიანობაზე - 4, ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევაზე - 46 ოქმი.

უპირატესად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: დეზინფექცია-სტერილიზაცია - 33%; სამედიცინო ნარჩენების მართვა -22%; დოკუმენტაციის წარმოება - 26%; ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×