რეზონანსი
24.04.2017

 ავღანეთის პრეზიდენტის კანცელარიის განცხადებით, სამხედრო ბაზაზე „თალიბანის" თავდასხმის შემდეგ, ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა და სახმელეთო ჯარის ხელმძღვანელმა თავიანთი თანამდებობები დატოვეს.

21 აპრილს, ავღანელი სამხედროების ფორმაში გადაცმული მებრძოლები ქალაქ მაზარი-შარიფთან, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თავიდან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა შესასვლელში, რის შემდეგაც ექსტრემისტები ბაზის ტერიტორიაზე მანქანებით შევარდნენ. აფეთქებას 140 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ქამრით ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული მალევე დააკავეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა" აიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×