რეზონანსი
24.04.2017

 კორეული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამერიკული ავიამზიდი „კარლ ვინსონი", რომელიც კორეის ნახევარკუნძულისკენ მიემართება, შეიძლება კორეელებმა ერთი დარტყმით ჩაძირონ.

„ასეთი დარტყმა ჩვენი სამხედრო ძალის დემონსტრაცია იქნება" , - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ბოლო პერიოდში, კორეის ნახევარკურძულზე სიტუაცია ძალიან დაიძაბა. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ბაზებზე დარტყმა მიიტანოს, თუკი ფხენიანი კიდევ ერთ ბირთულ ცდას ჩაატარებს. ამაზე კორეელებმა უპასუხეს, რომ აშშ-ს აუცილებლად საპასუხო დარტმით უპასუხებდნენ. მოგვიანებით, ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია შეიცვალა და თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს.

ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთვული ცდა ჩაატარა, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×