რეზონანსი
24.04.2017

 ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. თავდაპირველად. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თუმცა გარდაცვლილის მშობლების განცხადებით, გოგონა მეგობრებთან ერთად სახურავზე სურათების გადასაღებად ხშირად ადიოდა. მათი თქმით, კორპუსის სახურავზე ასვლა ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია, რადგან დაკეტილი არ არის. შემთხვევამდე რამდენიმე წუთის წინ, გოგონა დედის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ავიდაა სახურავზე სურათების გადასაღებად, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადმოვარდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×