რეზონანსი
24.04.2017

„BBC"-ის ინფორმაციით, ფრანგებმა ბასტილიის ციხესთან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააპროტესტეს. აქციის მიმდინარეობისას, დაპირისპირება მოხდა მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მაკრონს ხმა მისცა ამომრჩეველთა 24%-მა, მეორე ადგილზეა მარინ ლე პენი ხმათა 23,7%-ით. ჟან-ლუკ მელანშონს და ფრანსუა ფიიონს მხარი დაუჭირა ამომრჩევლების 19,5%-მა. შესაბამისად პირველი ტურის გამარჯვებულები ლე პენი და მარკონი არიან და სწორედ ისინი იბრძოლებენ პრეზიდენტობისთვის მეორე ტურში.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×