
ნინო ბურჯანაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გახმაურებულ ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულების აბსოლუტურ უმრავლესობაში გიგა ბოკერია მონაწილეობდა!
აგვისტოს ომი, ქონებების წართმევა, გირგვლიანის მკვლელების დაუსჯელობა ეს ის ჩამონათვალია, რომელშიც ნინო ბურჯანაძე ბოკერიას ადანაშაულებს. „2008 წლის აპრილში, როცა აფხაზეთში რუსული საჯარისო ფორმირებები რკინიგზის აღდგენაზე მუშაობდნენ, ბოკერია კატეგორიულად ითხოვდა ომის დაწყებას. ძალიან კარგად მახსოვს, იგი გახარებული შემოვარდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე და სააკაშვილს უთხრა - აი, ახლა უნდა დავიწყოთ ომი აფხაზეთშიო! ბოკერია კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ გირგვლიანის მკვლელები და მკვლელობის შემკვეთები დასჯილიყვნენ" . ბურჯანაძის თქმით, ბევრ საკითხში ბოკერიასთან უფრო უწევდა ბრძოლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილთან.
„სააკაშვილისგან კატეგორიულად ვითხოვდი რეალურ გამოძიებასა და მკვლელობის შემკვეთების დასჯას, რაშიც იგი, გარკვეულწილად, მეთანხმებოდა კიდეც, მაგრამ გარემოცვამ და პირველ რიგში, ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სააკაშვილს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო", - აცხადებს ნინო ბურჯანაძემ.