რეზონანსი
24.04.2017

 ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ხაბელაშვილის ადვოკატი თამაზ კვახაძე ირწმუნება, რომ თბილისის ქუჩებში მანიაკი დადის და ერთნაირი ხელწერით ადამიანებს ხოცავს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ რეალური დამნაშავე კვლავ თავისუფალია. იგი პარალელს ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობასთან რამდენიმე ხნის წინ ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან ავლებს და აცხადებს, რომ 70 წლის მამაკაცი ანალოგიური ხელწერით მოკლეს.

„რამდენიმე ხნის წინ ბუდაპეშტის ქუჩაძე მკვლელობა მოხდა. 70 წლის კაცი ყელისა და მუცლის არეში დანით დაჩეხეს, შემდეგ კი სახლში სახლს ცეცხლი წაუკიდეს. იგივენაირად მოკლეს ფონიჭალაში დედა-შვილი. ეს არის ან შურისძიება, ან საქმე გვაქვს სერიულ მკვლელთან. კრიმინალისტებმა უნდა დაადგინონ, რამდენად არსებობს კავშირი ამ ორ მკვლელობას შორის", - აცხადებს ადვოკატი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×