სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მოსავლის დაზღვევა უკვე დაიწყო. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მეოთხე ეტაპი ფერმერებს გაუმჯობესებულ სადაზღვევო პირობებს სთავაზობს. ყველა ფერმერს, ვინც მაქსიმუმ 5 ჰექტარი ფართობის და მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, 30 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს, შესაძლებლობა ეძლევა დააზღვიოს მოსავალი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული რისკებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ცტრუსის შემთხვევაში)
აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70 %ს სახელმწიფო დაუფინანსებს. სუბსიდირება 50% -ს შეადგენს ვაზის დაზღვევის შემთხვევაში.
მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ხორბლის ნათესის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 3 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 1,500 ლარია, ფერმერს 27 ლარის გადახდა მოუწევს. სადაზღვევო პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს.
მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ვაშლის ბაღის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 25 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 25,000 ლარია, ფერმერს 600 ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო აანაზღაურებს.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი კულტურების დაზღვევაა შესაძებელი: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვანი, კაკლოვანი და სუბტროპიკული კულტურები ხეხილი, ციტრუსი თეთრ ყურძნიანი და წითელ ყურძნიანი ვაზის ჯიშები.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ფერმერებს საქართველოს ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან ერთად დარჩენილი პრემიის გადახდის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ალდაგის ოფისები, საქართველოს ცხრა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში, გორში, მარნეულში, წალკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში მოემსახურება მომხმარებლებს.
2014 წლიდან დღემდე, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 5,769,431(ხუთი მილიონ შვიდას სამოცდაცხრა ათას, ოთხას ოცდათერთმეტი) ლარის ზარალი აუნაზღაურა ფერმერებს.