რეზონანსი
24.04.2017

 პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ათი მთავარი ჯილდოდან ოთხი ქართულ ფილმებს ერგო.

კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრულ ფილმად გიორგი ბარაბაძის „ლუკა" დასახელდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლია კაპანაძე დააჯილდოვეს.

ფილმს „სხვისი სახლი" ასევე 2 პრიზი ხვდა წილად - საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის.

რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც წელს პეკინის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2011 წელს დაარსდა და რამდენიმე წელიწადში უკვე იქცა მსოფლიოს გამოჩენილი და წარმატებული კინემატოგრაფისტების თავშეყრის ადგილად.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×