რეზონანსი
24.04.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა სკოლის ტერიტორიაზე მუშაობა დაასრულეს, იქ არავითარი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები შენობაში უკვე შევიდნენ.

რუსთავის მე-3 საჯაროს სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. აღნიშნული ინფორმაცია, რუსთავის მერიის პრესსამსახურში დაადასტურეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სკოლის შენობაში არავის უშვებდნენ.

დირექტორის განცხადებით, ანონიმურმა პირმა 112-ში დარეკა და სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×