რეზონანსი
24.04.2017

 სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასემბლეის სესია ხმაურით გაიხსნა. საპარლამენტო ასამბლეის წევრები, ევროსაბჭოს პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. მათი თქმით, პედრო აგრამუნტი რუსი დეპუტატის თანდასწრებით სირიის პრეზიდენტს არ უნდა შეხვედროდა.

საუბარია ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ სირიაში შედგა. პედრო აგრამუნტიმ შეხვედრა გამართა სირიის პრეზიდენტთან და ამ შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი.

კანონით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაყენება დეპუტატებს არ შეუძლიათ, თუმცა სხდომათა დარბაზში უარყოფითი განცხადებები იმ მიზეზით გააკეთეს, რომ თავად პედრო აგრამუნტმა მიიღოს გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვოს.

დეპუტატების განცხადებების შემდეგ პედრო აგრამუნტიმ სხდომათა დარბაზში შესვენება გამოაცხადა და სხდომის განახლების შემდეგ იგი დარბაზში აღარ გამოჩენილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×