რეზონანსი
24.04.2017

 „Reuters „ -ის ინფორმაციით, ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ბაზასთან, რომელსაც ამერიკელი სამხედროები და კერძო კომპანიები მართავს, მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.

შემთხვევა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ხოსთის პროვინციაში, „Forward Operating Base Chapman"-ის ბაზის შესასვლელთან მოხდა.

აღნიშნულ ფაქტს აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობაც ადასტურებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედროები ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან. თუმცა დაშავდნენ თუ არა ავღანელი სამხედროები ჯერჯერობით უცნობია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×