რეზონანსი
25.04.2017

 მეტროსადგურ „ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

„ჩვენ მათ ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ. პირობები იგივე იქნება - პირველი 6 თვის მანძილზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან" , - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა.

80-მდე მოვაჭრემ გლდანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ბაზრის ხელმძღვანელობას უკვე მიმართა. ადმინისტრაციის განცხადებით, დღესვე კიდევ 120 ადგილის შეთავაზება შეუძლიათ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ შეძლებენ დამატებითი ადგილების გამოყოფას.

დედაქალაქის მთავრობის მიერ გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობისთვის ადგილებს დაუთმობს.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს, მეტროსადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×