ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი მოსკოვში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. მხარეებმა უკრაინაზე, სირიაზე, ლიბიასა და ირანზე, ასევე ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხებზე ისაუბრეს.
„ევროკავშირს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა თვალს ვერ დახუჭავს უკრაინის ანექსიაზე" , - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ მოსკოვში ვიზიტის დროს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სირია კიდევ ერთი საკითხია, რაც ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ართულებს. მოგერინიმ მოსკოვს ჩეჩნეთში ლგბტ აქტივისტების დასჯის გამოც უსაყვედურა.
ფედერიკა მოგერინიმ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთისა და ევროკავშირის დროშები ერთად დარჩებიან.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურში,რომელიც 7 მაისს გაიმართება, ქვეყნის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონი და პარტია „ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ.