რეზონანსი
25.04.2017

 უნგრეთის დედაქალაქში 2000-მდე ადამიანმა ქვეყნის პოლიტიკურ წრეებზე რუსეთის გავლენა გააპროტესტა. ამის შესახებ ინფორმაციას „FOX News"-ი „Associated press"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქციის მონაწილეები რუსეთის მიმართ ქვეყნის პრემიერმინისტრის ლოიალურ დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ. აქცია რუსეთის საელჩოსგან რამდენიმე კვარტლის დაშორებით მიმდინარეობდა.

ხელისუფლების მიერ დაწყებული კამპანიის „Lets Stop Brussels"-ის საპირისპიროდ, აქციის მონაწილეები „ევროპა! ევროპა", „გაჩერდეს მოსკოვი!" - ამ შინაარსის ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ბუდაპეშტის მოსახლეობის განსაკუთრებული აღშფოთება ჯორჯ სოროსის მიერ 90-იანებში დაფუძნებული „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის-CEU-ს შესაძლო გაუქმებამაც გამოიწვია.

11 აპრილს უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა უცხოური უნივერსიტეტების შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი" შეიძლება დაიხუროს. ამ ფაქტს უნგრეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 21 აპრილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს, სასტუმრო „თბილისი მერიორტთან" აქციით დახვდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×