რეზონანსი
25.04.2017

 ფინანსურმა პოლიციამ თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. ბრალდებულმა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებული სიგარეტი, „DUBAO" აქციზური მარკის გარეშე გაყიდა.

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე დააკავა, ხოლო სიგარეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულს სასჯელის სახით, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×