რეზონანსი
25.04.2017

 საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბზე შესაძლო კიბერშეტევის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია „CNN"-ი ტოკიოში დაარსებული კიბერუსაფრთხოების სააგენტოს კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტრენდ „მაიკროს" სპეციალისტები აცხადებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბზე ისეთივე კიბერშეტევა განხორციელდა, როგორც ეს შარშან წინასაარჩევნოდ, აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე მოხდა.

„მაიკროს" წარმომადგენლები რუსეთის სპეცსამსახურების გავლენებზე პირდაპირ არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ჰაკერების ხელწერა, თითქმის იდენტურია.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მაკრონის შტაბს და საფრანგეთის დაზვერვას ინფორმაცია მიაწოდეს, მაგრამ ჰაკერების ქმედების შედეგი მათთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×