რეზონანსი
25.04.2017

 ესპანეთის სპეცსამსახურებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 8 პირი დააკავეს. ანტიტერორისტული ოპერაცია ძალოვანებმა ბარსელონაში, ბელგიის სპეცსამსახურების დახმარებით ჩაატარეს.

პოლიციის განცხადებით, რვა დაკავებული 21-დან 39 წლამდე ასაკის წარმოშობით მაროკოელი ახალგაზრდაა. რამდენიმე მათგანი ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ ტერაქტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ესპანელმა ძალოვანებმა ჩხრეკა 12 მისამართზე ჩაატარეს და დაკავებულების პირადი ნივთები ამოიღეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×