რეზონანსი
25.04.2017

 გარემოს დაცვის ინსპექციამ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თელვანისა და ჭობისხევის ტყეში, მოქალაქეებს კახა გელაშვილს და ჯაბა სამსონაშვილს უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები გადაჰქონდათ. გარემოს დაცვის ინსპექციამ ავტომანქანები დალუქა და შესაბამისი აქტები შეადგინა.

გარემოსდაცვითი ინსპექტირების თანამშრომლებმა დღეს კიდევ ერთი კანონდარღვევა გამოავლინეს. სენაკის სოფელ თეკლათში, მოქალაქე დავით წურწუმიამ ნიადაგის ზედა ჰუმუსოვანი ფენა უკანონოდ მოიპოვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×