რეზონანსი
25.04.2017

 ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები 100 ათასამდე ქულის მქონე მოქალაქეებს დაუფინანსდებათ. ეს ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

სახელმწიფო 6 თვის სამყოფ მედიკამენტებს საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შეისყიდის. ამისთვის 4 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

ცვლილების დეტალებზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ისაუბრა.

„საყოველთაო ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი იყო წვდომა ამბულატორიულ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. ეს პრივილეგია გავრცელდება 0-დან 100 ათას ქულის მქონე მოქალაქეებზე და მათ დაეფარებათ 5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები" , - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×