რეზონანსი
25.04.2017

 საფრანგეთში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, „L Ombre d un court"-ზე, ანა ჩუბინიძის ანიმაციურმა ფილმმა „ჯიბის კაცი" ორი პრიზი მოიპოვა. ქართველმა ანიმატორმა საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო ახალგაზრდული ჟიურისგან მიიღო და ახალგაზრდა მაყურებლის პრიზიც დაიმსახურა.

„ჯიბის კაცი" საერთაშორისო მაყურებლის წინაშე პირველად ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე წარსდგა. წარმატებული მსოფლიო პრემიერის შემდეგ კი მონრეალის კინოფესტივალზე 2 ჯილდოს მოპოვება შეძლო.

„ჯიბის კაცი" ანიმაციაში პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა. ზაფხულში „ჯიბის კაცი" ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსზე, ანსის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მიიღებს მონაწილეობას.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×