რეზონანსი
25.04.2017

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, აჭარიდან და გურიიდან ხეების გადატანის პროცესთან დაკავშირებით შემოწმების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.

გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნა,რომ შემოწმების პროცესი უწყების მიერ რამდენიმე დღეა დაწყებულია. გიგლა აგულაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს.

შემოწმების პროცესი აჭარიდან და გურიიდან ასწლოვანი ხეების ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადატანას ეხება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×