რეზონანსი
25.04.2017

 არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა" და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხს აფასებენ. კვლევის მიხედვით, სამინისტროში პრობლემებია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და სტატისტიკის წარმოების კუთხით, ასევე საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ჩვენი რეკომენდაციები არის, რომ დროულად მოხდეს ინფორმაციის გაცემა. ასევე, სამინისტრომ მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოს შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, რათა შემდეგ არ შეფერხდეს საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემა" , - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტმა, ოლიკო შერმადინმა.

კონფერენციას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×