რეზონანსი
25.04.2017

 ქართველ ფერმერთა ასოციაცია მოსახლეობას 25-26-27 აპრილს, მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურის (-3) გამო აფრთხილებს და მცენარეების დაცვისთვის რჩევებს აძლევს. ამის შესახებ გაერთიანების წარმომადგენლები ოფიციალურ გვერდზე იტყობინებიან.

„გაზაფხულზე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად ვარდნისას საჭიროა მცენარის დაცვა წაყინვისაგან. რეკომენდირებულია ახალგაზრდა ნერგების შეფუთვა. ბოსტნეულ კულტურებს შეგიძლიათ გადააფაროთ საფარი, რაც დაიცავს ყინვისგან, ხოლო ზრდასრული ხეხილისა და ვაზისათვის საჭიროა დაბოლება" , - ნათქვამია ფერმერთა ასოციაციის განცხადებაში.

რეკომენდაციების მიხედვით, დასაბოლებელი ცეცხლი გამთენიისას უნდა დაინთოს, როდესაც ჰაერში ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება. დასაწვავად ჩალა ან ნამჯის ნარჩენი უნდა გამოიყენონ, რადგან აუცილებელია მასალა დიდი რაოდენობით კვამლს გამოყოფდეს.დასაწვავი მასალა ნაკვეთის თავში, შუაში და ბოლოში უნდა განთავსდეს და კვამლი ყველა ხესთან უნდა იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×