რეზონანსი
25.04.2017

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „მოითხოვე ქართული" კამპანიის ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართა.ქართული პროდუქციის დაგროვების ბარათი

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კამპანია „მოითხოვე ქართული" ქართული წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მასტიმულირებელი და ხელშემწყობი ფაქტორია.

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით დაიძლიოს.

ვიცით, რომ საქართველო ბევრი პროდუქტის იმპორტს ახორციელებს, ეს თავისთავად გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე.

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი არჩევანით გავაძლიეროთ ეროვნული წარმოება" , -განაცხადა ბარათის პრეზენტაციაზე გიორგი მარგველაშვილმა.

პროექტის პარტნიორია „უნიქარდი", „ფუდმარტი", „სმარტი" და ქართული პროდუქციის მწარმოებელი 37 კომპანია.როგორც პროექტის „მოითხოვე ქართული" წარმომადგენელმა, ნინო მოსიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, დაგროვებით ბარათზე ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ვირტუალური ქულები - „ქართულები" დაერიცხება.

ბარათის მფლობელები ავტომატურად ჩაერთვებიან კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად გამოავლენს ყველაზე მეტი „ქართულების" მფლობელებს.ამ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×