რეზონანსი
26.04.2017

 ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა „Mahan", რომელიც სპარსეთის ყურეში პატრულირებს, კურსი შეიცვალა, რათა ირანულ გემს არ შეჯახებოდა. ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, ირანული გემი ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანს 900 მეტრით მიუახლოვდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანევრის დროს ამერიკულ გემზე საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა.

„Mahan"-მა მიმდინარე წლის 8 იანვარს ორმუზის სრუტეში ირანული საბრძოლო კატარღების მიახლოებისას გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. ამის შემდეგ კატარღებმა კურსი შეცვალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×