რეზონანსი
26.04.2017

 ტელეკომპანია „NTV"- ს ინფორმაციით, ოპოზიციონერ ისლამის მქადაგებელთან ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო, თურქეთში 803 ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია თურქეთის 54 პროვინციაში ჩატარდა და მასში 8 ათასი პოლიციელი მონაწილეობდა. დაკავებულთა ნაწილი პოლიციის თანამშრომლები არიან.

თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულაჰ გიულენს გასული წლის 15-16 ივლისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ამბოხების შედეგად 241 ადამიანი დაიღუპა და 2 ათასამდე დაიჭრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×