რეზონანსი
26.04.2017

 ზუგდიდის სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე ენგურის ხიდთან დაკავებული დარეჯან როგავა გაათავისუფლა. როგავას საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განიხილა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა ელგუჯა როგავა და დარეჯან როგავა ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციაზე დააკავა. აქციის მონაწილეებმა გზის ჩაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც სამართალდამცველებსა და როგავების ოჯახს შორის სიტყვიერს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგავების ოჯახი აცხადებს, რომ ხელისუფლება არანაირ ზომებს არ იღებს დაკავებულების გასათავისუფლებლად და ისინი იძულებულები არიან, პროტესტის ამ ფორმას მიმართონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×