რეზონანსი
26.04.2017

 თურქული ავიაციის დარტყმების შედეგად, სირიისა და ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში 30-მდე ადამიანი დაიღუპა. თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა ავიადარტყმები ქურთთა პოზიციებზე სინჯარისა და კარაჩოკის რაიონებში განახორციელა. დაბომბვის დროს, ამერიკელი სამხედროები ინციდენტის ადგილიდან 6 კილომეტრში იმყოფებოდნენ. ისინი არ დაშავებულან.

ქურთები „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეები არიან. იმის გამო, რომ ანკარამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის" პოზიციები დაბომბა, შეშფოთება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა გამოთქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×