რეზონანსი
26.04.2017

 ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით ავტომაგისტრალს, ნახშირღელე-დაფნარის მონაკვეთზე, კიდევ 2 ზოლს მიამატებენ.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, 2 ზოლის დამატება ეკონომიკურად ამ ეტაპზე გამართლებული არ არის, თუმცა გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„შეიძლება გაგვაკრიტიკონ კიდეც, რომ ახალი პროექტი ეკონომიკურად არ არის გამართლებული, მაგრამ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ერთი კაცის სიცოცხლედაც კი ღირს დამატებითი ხარჯის გაწევა, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გზას კიდევ 2 ზოლი დაემატოს " , - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×