რეზონანსი
26.04.2017

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა 68 წლის ელდარ გუნდიშვილი გაიტაცეს. გატაცებულის ოჯახის წევრების ცნობით, იგი მაშინ დააკავეს, როცა საქონელს თანასოფლელებთან ერთად მწყემსავდა. მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდები გაიქცნენ. თუმცა გუნდიშვილმა სამხედროებისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა, - ის რუსმა ოკუპანტებმა უკვე მეორედ დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირდაპირ ცხინვალის ციხეში, დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მამაკაცი ე.წ. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და დაკავებულების გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×