რეზონანსი
26.04.2017

ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის. სადავო კი კობახიძის ის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან 13 წევრი ბოიკოტის გამო ამოიღო. ბურჯანაძე კობახიძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი აზრით, პოლიტიკოსების ბოიკოტის გამო სიიდან ამოღება მიუღებელია და არცერთ საერთაშორისო პრაქტიკით არ არის გათვალისწინებული.

„არაერთგზის ყოფილა საქართველოს პარლამენტის ან მსოფლიო პარლამენტების ისტორიაში, როდესაც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პარტიებს ბოიკოტის რეჟიმისათვის მიუმართავთ. წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის თავმდჯომარეს ისინი საპარლამენტო სიიდან ამოეღო. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი კობახიძემ, რომელსაც რა თქმა უნდა მონური მორჩილებით მხარი „ქართული ოცნების" დანარჩენმა წევრებმა დაუჭირა ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×