რეზონანსი
26.04.2017

„CNN Turk"- ის ინფორმაციით, თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილ 3,224 პირზე დაკავების ორდერები გასცეს.

თურქეთში, დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 803 პირი დააკავეს.

პოლიციის სპეცოპერაციის ფარგლებში, თურქეთის 81 პროვინციაში განხორციელდა რეიდები, რომლის სამიზნე ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საიდუმლო სტრუქტურები იყო.

2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ოფიციალურმა ანკარამ აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს ბრალი დასდო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში, ხოლო მისი ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად აღაიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×